პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენცია!

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენცია!

🔰საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენცია გაიმართა!
🔰კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა;
👉 ნომინაციაში „ყველაზე მაღალტექნოლოგიური შეფასება“ გამარჯვებული გამოვლინდა ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი – გიორგი გაბედავა,
✅ თემით „პროფესიული განათლების გენეზისისა და ინოვაციური მიდგომების ზოგიერთი ასპექტისათვის“.
🔰აკადემიის პროფესიული მასწავლებლების მხრიდან წარმოდგენილმა თემებმა, აქტუალობითა და მიზნობრიობით გამორჩეულებმა, განსაკუთრებული მონოწება დაიმსახურეს ჟიურის მხრიდან, რამაც განაპირობა ნომინაციის „ჟიურის სიმპატიის“ დამატება;
აღნიშნული ნომინაცია მიენიჭათ:
👉პაატა ცაგარეიშვილი – საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი,
✅თემა: „პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მარტივიდ და ეფექტური თანამედროვე საშუალების გამოყენებით“
👉ირმა ქორთუა – „მეწარმოების“ ზოგადი მოდულის განმახორციელებელი,
✅თემა: “განმავითარებელი შეფასების მეთოდი: თამაში „ჯეოპარდი“
👉 თამრიკო ხობელია და ქრისტინე მუსელიანი, ფარმაციის პროფესიული პროგრამის განმახორციელებლები,
✅ თემა: „ლაბორატორიული პრაქტიკულების ინოვაციური სწავლება ფერადი რეაქციებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით მიკრობიოლოგიასა და ბიოქიმიაში.