პროფესიული ტესტირების იმიტაცია

პროფესიული ტესტირების იმიტაცია

#იმიტირებულიტესტირება
#კიდევერთიწარმატებულიპროექტი
#პროფესიულიგანათლებისხელშეწყობა

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-მ განახორციელა პროექტი “პროფესიული ტესტირების იმიტაცია”, რომლის მიზანი იყო აპლიკანტების მომზადება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოცდებისთვის.
იმიტირებულ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მიეცათ შესაძლებლობა შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა პროფესიული ტესტირებისთვის, რისთვისაც აკადემიაში 2020 წლის 2 სექტემბერს გაიმართა აღნიშნული ტესტირება ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
‼️აღნიშნული ტესტირება ჩატარდა ორ ჯგუფად აკადემიის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვით.
აპლიკანტებს ვუსურვებთ წარმატებას გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში, რომელიც გაიმართება 5 და 6 სექტემბერს.