პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია

პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წლის 21 ივნისს გაიმართა
📍პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია თემაზე:
👉პროფესიული განათლების როლი პროფესიის განვითარებაში!
✅კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულმა სტუდენტებმა.
🔰საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის სტუდენტები წარსდგენ საინტერესო და აქტუალური თემებით:
👉ლუკა ვეფხვაძე – საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
📍თემა: ,,საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესიის განვითარების პერსპექტივა საქართველოში”
👉სალომე ყურაშვილი- ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
📍თემა: ,,დუალური სწავლების როლი ბუღალტერის პროფესიის განვითარებაში”
🔰კონფერენცია მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობით.