საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისა და გერმანელი პარტნიორის BBS Wechloy in Oldenburg თანამშრომლობის ფარგლებში, უცხოელი პარტნიორის მოწვევით აკადემიის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში.
კონკურსის პირობები:
მონაწილეები: 10 დან- 25 წლამდე
სიმღერა: მუსიკის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის
3 წთ და 50 წმ.
წარმოდგენილი აუდიო / ვიდეო ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 50 მბ ზომას.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინსტრუმენტული აკომპანიმენტის გარეშე.
ტექსტი უნდა ეხებოდეს ფესტივალის “One World”-ის ან გლობალური განვითარების თემებს.
უნდა იყოს დაწერილი მარტივ და გასაგებ ენაზე და ასევე ტექსტის მხატვრული ღირებულებასა და ორიგინალობაში უნდა არწმუნებდეს მსმენელს (სტრუქტურა, სტილი, სიტყვები).
ფასდება მუსიკალურობა (ექსპრესიული, სულიერი და ნიუანსირებული ინტერპრეტაცია),
ხმის შესრულება, კომპოზიცია და განვითარების პოტენციალი.
მუსიკის ტექსტი შეიძლება ეხებოდეს მაგალითად ადამიანის უფლებებს, ცვლილებებს ბოლო პერიოდში.
როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა?
სიმღერის კონკურსი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.
თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და შეიტანოთ თქვენი ჩანაწერი ცენტრალური საინფორმაციო პლატფორმის საშუალებით, სიმღერის კონკურსისთვის: www.eineweltsong.de/en.
ონლაინ ფორმაში მოგეთხოვებათ რამდენიმე დეტალის მიწოდება საკუთარი თავისა და თქვენი სიმღერის შესახებ.
თქვენ ასევე მოგეთხოვებათ შეიტანოთ თქვენი ტექსტები კოპირებით და ჩასვით ტექსტურ ველში (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტექსტის არაგერმანული ნაწილების თარგმნის ჩათვლით).
რეგისტრაციის ბოლოს უნდა აიტვირთოს შემდეგი მონაცემები:
თქვენი სიმღერა, როგორც აუდიო ან ვიდეო ფაილი (ნებადართული ფაილის ფორმატებია .mp3, .mp4, .mov, .avi, .flv და სხვები)
თუ ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ციფრული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ჯგუფის ყველა წევრის სახელებს და დაბადების თარიღებს.
თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის ან თქვენი ჯგუფის მონაწილეები არიან 18 წლამდე, თანხმობის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს მშობელი ან ერთადერთი კანონიერი მეურვე.
სურვილის შემთხვევაში აკადემია ხელს შეუწყობს სტუდიური ჩანაწერის გაკეთებას.
სიმღერის ატვირთვა შეგიძლიათ 2021 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
საპრიზო კატეგორიები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
გისურვებთ წარმატებებს!