საერთაშორისო კონკურსი SBA-ის სტდენტებისთვის!

საერთაშორისო კონკურსი SBA-ის სტდენტებისთვის!

🔵საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისა და გერმანელი პარტნიორის BBS Wechloy in Oldenburg თანამშრომლობის ფარგლებში, უცხოელი პარტნიორის მოწვევით აკადემიის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში.
➡️კონკურსის პირობები:
↪️მონაწილეები: 10 დან- 25 წლამდე
↪️სიმღერა: მუსიკის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის
3 წთ და 50 წმ.
↪️წარმოდგენილი აუდიო / ვიდეო ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 50 მბ ზომას.
↪️შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინსტრუმენტული აკომპანიმენტის გარეშე.
♻️ტექსტი უნდა ეხებოდეს ფესტივალის “One World”-ის ან გლობალური განვითარების თემებს.
↪️უნდა იყოს დაწერილი მარტივ და გასაგებ ენაზე და ასევე ტექსტის მხატვრული ღირებულებასა და ორიგინალობაში უნდა არწმუნებდეს მსმენელს (სტრუქტურა, სტილი, სიტყვები).
↪️ფასდება მუსიკალურობა (ექსპრესიული, სულიერი და ნიუანსირებული ინტერპრეტაცია),
↪️ხმის შესრულება, კომპოზიცია და განვითარების პოტენციალი.
↪️მუსიკის ტექსტი შეიძლება ეხებოდეს მაგალითად ადამიანის უფლებებს, ცვლილებებს ბოლო პერიოდში.
🔰როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა?
✅სიმღერის კონკურსი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.
✅თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და შეიტანოთ თქვენი ჩანაწერი ცენტრალური საინფორმაციო პლატფორმის საშუალებით, სიმღერის კონკურსისთვის: www.eineweltsong.de/en.
✅ონლაინ ფორმაში მოგეთხოვებათ რამდენიმე დეტალის მიწოდება საკუთარი თავისა და თქვენი სიმღერის შესახებ.
✅ თქვენ ასევე მოგეთხოვებათ შეიტანოთ თქვენი ტექსტები კოპირებით და ჩასვით ტექსტურ ველში (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტექსტის არაგერმანული ნაწილების თარგმნის ჩათვლით).
🌐რეგისტრაციის ბოლოს უნდა აიტვირთოს შემდეგი მონაცემები:
➡️თქვენი სიმღერა, როგორც აუდიო ან ვიდეო ფაილი (ნებადართული ფაილის ფორმატებია .mp3, .mp4, .mov, .avi, .flv და სხვები)
➡️თუ ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ციფრული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ჯგუფის ყველა წევრის სახელებს და დაბადების თარიღებს.
➡️თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის ან თქვენი ჯგუფის მონაწილეები არიან 18 წლამდე, თანხმობის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს მშობელი ან ერთადერთი კანონიერი მეურვე.
📌სურვილის შემთხვევაში აკადემია ხელს შეუწყობს სტუდიური ჩანაწერის გაკეთებას.
‼️სიმღერის ატვირთვა შეგიძლიათ 2021 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
‼️საპრიზო კატეგორიები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
გისურვებთ წარმატებებს!