საინფორმაციო სემინარი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

საინფორმაციო სემინარი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

2018 წლის 27 და 28 აპრილს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ვარძიაში ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გაიმართა დისკუსიები ყველა იმ აქტივობების და სერვისების შესახებ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესის აკადმეია-SBA-ის წარმომადგელი ესწრებოდა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მესამე წელია ჩართულია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის შედეგადაც არაერთი მსმენელი გადამზადდა და დასაქმდა.