სამუშაო შეხვედრა „საწარმოო პრაქტიკის როლი პროფესიულ სწავლებაში“

სამუშაო შეხვედრა „საწარმოო პრაქტიკის როლი პროფესიულ სწავლებაში“

მიმდინარე წლის 12 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა . შეხვედრის მიზანი გახლდათ საწარმოო პრაქტიკის გაძლიერებაზე მიმართული კონკრეტული მექანიზმების გამოვლენა და განხილვა. მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ სწავლებაში საწარმოო პრაქტიკის სრულყოფის გზებზე.
აღნიშულ შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების განვითარებაში ჩართული პირები. შეხვედრას უძღვებოდა პროფესიული განათლების საკითხების ექსპერტი- შორენა ჯაფარიძე. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.