სამუშაო შეხვედრა ფინანსური ოფისის წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა ფინანსური ოფისის წარმომადგენლებთან

2018 წლის 1 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფინანსური ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დუალურად განხორციელების საკითხი. კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობის შესახებ და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA იმედოვნებს, რომ საზოგადოებას უახლოეს მომავალში
შესთავაზებს ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას დუალური სწავლების მიდგომით, რაც ერთიორად გაზრდის მათი დასაქმების შანსს.