სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში

სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში

2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში. აღნიშნულ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა იაშვილი. მან, კომპანიის წარმომადგენლებთან- კომპანიის დირექტორი გიორგი გოთოშია, ინჟინერი დავით ზალიკაშვილი, კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა აფციაური, ქსელის ადმინისტრატორი გიორგი ქაჯაიასთან ერთად, სტუდენტებს გააცნო საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და სერვერის ფიზიკურად დაცვის მეთოდები.
სასწავლო ექსკურსია ინტერაქტიული სახის იყო, სტუდენტები დიდი ინეტერსით ჩაერთვნენ ინფორმაციის გაცნობის პროცესში.