სასწავლო ექსკურსია სს ,,ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენის“ ქარხანაში.

სასწავლო ექსკურსია სს ,,ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენის“ ქარხანაში.

2017 წლის 27 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტთათვის მოეწყო სასწავლო ექსკურსია სს ,,ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენის“ ქარხანაში.
სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო, აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ადგილზე გაცნობოდნენ ერთ-ერთი წარმატებული ბისზნეს – კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და მიეღოთ რჩევები გამოცდილი მენეჯმენტისგან.
სასწავლო ექსკურსიას ადგილზე ხელმძღვანელობდა კომპანიის მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის სს ,,ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენს“ თანამშრომლობისთვის.