სასწვლო ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

სასწვლო ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

მიმდინარე წლის 29 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, მოეწყო სასწვლო ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი შორენა ხუბუნაია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში არსებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სიახლეების შესახებ. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს, არსებულ გამოცდილებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და მიიღეს ინფორმაცია ამათუიმ ბიზნესპროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ, რასაც აღნიშნული სააგენტო სთავაზობს მომხმარებლებს. ადგილზე მიღებულ ინფორმაციასა და სიახლეებს სტუდენტები გამოიყენებენ ამათუიმ სასწავლო კურსის ფარგლებში საკუთარი ბიზნესი იდეის განსახორციელებლად.