საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის საერთაშორისო პარტნიორმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის საერთაშორისო პარტნიორმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, რასთან დაკავშირებითაც წვლილი SBA-საც მიუძღვის.
BBS Wechloy წლებია წარმოადგენს ევროპულ სკოლას გერმანიაში და ახალგაზრდებს სთავაზობს გაეცნონ მსოფლიოს და შეაბიჯონ თანამედროვე ინტერკულტურულ სამყაროში.
BBS Wechloy მიიღო გლობალური ნიშანი „School: Global“, რაც მიიღწევა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოლაბოარციით მსოფლიოს მასშტაბით.
ამ ყველაფრის მაგალითია საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-სა და BBS Wechloy-ს კოოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ თანაშრომლობის ფარგლებში, 2018 წელს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-იმ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა გერმანელ სტუდენტებს და კოლაბორაციის ერთობლივი ვიდეო-რგოლიც შედგა, რაც საერთაშორისო მეგობრობის ამსახველია.
https://aja-org.de/das-10-schuleglobal-siegel-geht-an-die-bbs-wechloy-in-oldenburg/?fbclid=IwAR3NO5YxlTemSy5YFFeVZZR6eaOHo7zTwdO9TuSDlkb7fczTs-iLqrWGPjo