საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!

🔵2021 წლის 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!
👉დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართება.
✅ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ რეალურ ვაკანსიებს.
👇ეს უნიკალური შესაძლებლობაა სამუშაოს მაძიებლებისთვის მოახდინონ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, წარუდგინონ საკუთარი თავი და დასაქმდნენ.
🔰ფორუმი გაიმართება 13.00 საათიდან 16.00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22.
👉ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან აკადემიის შემდეგი მიმართულებების კურსდამთავრებულები:
↪საექთნო საქმე
↪ფარმაცია
↪სკოლამდელი განათლება
↪ინფორმაციის ტექნოლოგი
↪ლოგისტიკა
↪კომპიუტერული ქსელი და სისტემები
↪ფინანსები
↪საბაჟო საქმე
↪ოფისის მენეჯერი
↪ბუღალტრული აღრიცხვა
↪საბაჟო საქმე (ინგლისურენოვანი)
↪საბაჟო დეკლარირება
↪სალაროს ოპერაციების განხორციელება
↪მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება
↪ელექტრონული ბუღალტერია
↪კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
↪საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება
↪საწყობის ლოგისტიკა
↪სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
↪სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა
↪დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში
↪მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი- მარკეტერი
👉დაინტერსების შემთხვევაში დამსაქმებელ ორგანიზზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილოეობა ფორუმში, რისთვისაც უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული ბმული
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ბმული.
↪სასურველია თან იქონიოთ რეზიუმე- CV.
↪გისურვებთ წარმატებებს!