დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!
სხდომას დაესწრო აკადემიის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.
შეხვედრაზე განხილული იქნა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მოტივაციის მექანიზმები, აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები.
აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის პერსონალს გაწეული მუშაობისთვის და ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ.
აღსანიშნავი ფაქტია , რომ 2022 წელს ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 40% გაიზარდა.
საქართლოს ბიზნესის აკადემია- SBA ზრუნავს დასაქმებულ პერსონალზე და ხშირად ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს.
აკადემიის დირექტორის ინიციატივით ულამაზესი დიზაინით დამზადდა “SBA-ის მადლობის წიგნი” , სადაც პერსონალს შეუძლია მასში გაკეთებული ჩანაწერით მადლობა გადაუხადოს ერთმანეთს, SBA-ის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გამოვლინდება დასაჯილდოვებელი პირი.
შეხვედრის ბოლოს გამოვლინდნენ წლის ნომინანტები, რომელთაც გადაეცათ ჯილდოები და საჩუქრები.