საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით

2018 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღი ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით.
ავტორიზაციის საბჭომ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, კერძო კოლეჯებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად აღიარა და მიულოცა დამსახურებული წარმატება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ახალი სასწავლო წლიდან განახორციელებს ცხრა მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამავე დროს, ის პირველია, კერძო კოლეჯებს შორის, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის დუალურ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციასა და პროფესიულ სტუდენტებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.