„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.

ფორუმზე მოხდა გამგეობის წევრთა არჩევა.ხმათა სრული უპირატესობით არჩეული იქნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და მისი დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. გამგეობის წევრებად ასევე არჩეულ იქნენ შემდეგი კოლეჯები: საზოგადოებრივი კოლეჯი“ პანაცეა“, მარნეულის სამედიცინო კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“, ინტერბიზნესის აკადემია, ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო, მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯი,საზოგადოებრივი კოლეჯი “Natali Academy“
ფორუმზე ასევე მოხდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი ბერაია,ვიცე პრეზიდენტად საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმომადგენელი ქალბატონი მაია ჩიხლაძე.
აკადემია ულოცავს არჩეულ პერსონებს, გამგეობის წევრ კოლეჯებსა და წარმომადგენლებს არჩევნებში გამარჯვებას და უსურვებს ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.