სახალხო არტისტი ლეო ანთაძე

სახალხო არტისტი ლეო ანთაძე

2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე, რომელსაც კარგად იცნობს თეატრალური ხელოვნების მოყვარულნი. დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას მის მიერ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, შესრულებულ როლები.
საქართველოს დამსახურებულმა მსახიობმა სტუდენტებს წარუდგინა „ქვიშხური ესკიზები“. სპექტაკლში გამოყენებული იყო ნაწყვეტები: დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ აკ. ბელიაშვილის ნოველა „ ღირსეული სასჯელი“ , კ. ლორთქიფანიძის „ კოლხეთის ცისკარი“ , ნ. დუმბაძის „ მე, ბებია,ილიკო და ილარიონი“ და გურამ დოჩანაშვილის ნაწყვეტი მოთხრობებიდან.
გულწრფელი ემოციისა და ორიგინალური შესრულების თანხლებით, მაყურებლის წინაშე გაცოცხლდნენ ქართული ლიტერატურისა და კინოს კლასიკოსები, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის დამახასიათებელი ადამიანური სისუსტეებითა და დიდებული პიროვნებებისათვის თანმდევი, ახალგაზრდა თაობისათვის მისაბაძი, ღირებული ფასეულობებით.

შეხვედრის ბოლოს, სახალხო არტისტმა საქართველოს ბიზნესის აკადემიa-SBA-ის მადლობა მოახსენა მოწვევისა და იმ დიდი სითბოსათვის, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა. მსახიობმა შთაბეჭდილებების ალბომში თავისი შეხედულებები და ემოციები გაგვიზიარა .“ მივიღე დიდი სიხარული მაყურებლის მხრიდან, რადგან ვგრძნობდი მათ დიდ ინტერესს ქართული ლიტერატურის მიმართ, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და მაყურებელს, რომელიც ასე ინტერესით შეხვდა ჩემ მიერ შესრულებულ მონო სპექტაკლს“.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA საქართველოს სახალხო არტისტ ლეო ანთაძეს მადლობას მოახსენებს მობრძანებისთვის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის.