საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია

2017 წლის 31 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,, ბანკთაშორისი გადარიცხვების სისტემა“, რომელსაც გაუძღვა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი შერმაზანაშვილი.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, ბატონმა გიორგიმ გააცნო სტუდენტებს ეროვნული ბანკის სისტემა RTGS-ი, გადახდის ტიპები, სტანდარტები და ფორმატები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მადლობას უხდის ეროვნულ ბანკს და ბატონ გიორგი შერმაზანაშვილს საინტერესო და საჭირო ლექციისათვის.