სენატის სხდომა

სენატის სხდომა

2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა სენატის სხდომა.
სენატის ახალი შემადგენლობა გაეცნო 2018-2024 სტრატეგიულ და 2018-2019 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმას, შიდა მარეგულირებელ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტს.
სენატმა იმსჯელა მომდევნო სასწავლო წლისათვის დასამატებელი პროგრამების ინიცირების საკითხზე, მათ შორის დუალური მიდგომით განხორციელების შესაძლებლობებზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.