საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ორ საჯარო სკოლაში “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში”ორ პროექტს განახორციელებს❗❗❗ ✔პროექტის შესახებ, იფორმაციული შეხვედრა გაიმართა, 127-ე საჯარო სკოლის მისწავლეებს შეხვდნენ აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და ფინანსების პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებელი მარი გვრიტიშვილი, ✔შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის .მიზნებისა და მიმდინარეობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. […]
სიახლეები
დასაქმების ფორუმი
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე, ქუთაისში დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა.
საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციებში.
საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციაში “ტერაბანკი” აკადემიაში მიღებულ თეორიულ ცოდნას აძლიერებენ პრაქტიკული გამოცდილებით.
საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციებში.
კონფერენცია თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, 2019 წლის 27 ივნისს, 11 საათზე აწყობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“ 👉ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზება აკადემიის ტრადიციად იქცა და ყოველ ჯერზე ის განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემას ეძღვნება.მე-8 კონფერენცია უწყვეტი განათლებისათვის საჭირო რვა საკვანძო კომპეტენციას ეხება. საკვანძო კომპეტენციები ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციითაა განსაზღვრული […]
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, საბაჟო საქმისა და ლოგისტიკის მიმართულების მსმენელები საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ,,თბილისი“. მსმენელებმა გეზის ტერიტორია დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების […]
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ტურიზმის მიმართულების მსმენელთათვის, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნებისათვის ჩატარდა ღვინისა და რელიგიის ტური. მსმენელებმა მოილოცეს ჯვარი, სვეტიცხოველი, შიომღვიმე და სამთავროს დედათა მონასტერი.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ქ.თბილისის N58 საჯარო ბაგა-ბაღში.
საჯარო ლექცია
2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “ საიდუმლო, რომელიც შენს დღევანდელ მდგომარეობას განსაზღვრავს! სპიკერი გახლდათ ქალბატონი თინათინ ჩხაიძე.