მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიც. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!
სიახლეები
სტუდენტებთან შეხვედრა
2018 წლის 10 ივლისს, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მოხდა სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ორიენტირებულია მისი მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაზე. პროექტი შემუშავდა სტუდენტების ჩართულობით.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “გუდვილში”.
სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები. აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.
სასერტიფიკატო გამოცდა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები სასერტიფიკატო გამოცდაზე.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკასზე, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ტერაბანკში”.
დასკვნითი გამოცდები
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მიმდინარეობს დასკვნითი გამოცდები, წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს!
შეხვედრა დამსაქმებლებთან
მიმდინარე წლის 6 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკადემიის მიერ გადამზადებულ დამამთავრებელი კურსის მსმენელთათვის მოეწყო შეხვედრა დამსაქმებლებთან, შემდგომი დასაქმების მიზნით.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ელიზა იგიტხანიანი საწარმოო პრაქტიკაზე თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში.
„Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში
მიმდინარე წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც ითვალისწინებს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.