შეხვედრა  კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან

შეხვედრა კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან

მიმდინარე წლის 28 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ კოტ-დ’ ივუარის მთავრობის წარმომადგენელი- ბატონი ბეგრე სერჟ პაკომი, PPSI-ს გენერალური მენეჯერი და კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების სწავლების ორგანიზების, დამატებითი კონტიგენტის მოზიდვის, მათი სწორად შერჩევის, სავიზო პრობლემების მოგვარებისა და საქართველოში უცხოელი სტუდენტების სოციალიზაციის საკითხებს. მხარეებმა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.