სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სსიპ ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა, პროფესიული განათლების განვითარება და ამ სისტემის უზრუნველყოფა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთათვის, რაც ხელს შეუწყობს სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფორიენტაციასა და მომავალი განათლების დაგეგმვას.  

პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“

პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელობით განხორციელდა ინკლუზიური განათლების პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ . აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულებისათვის კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნათია […]

Read More

Dreamapply (სტუდენტთა მიღების პლატფორმა)

Dreamapply (სტუდენტთა მიღების პლატფორმა)

მიმდინარე წლის 12 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდა Dreamapply-ს (სტუდენტთა მიღების პლატფორმა) წარმომადგენელი, რომელმაც აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გააცნო აღნიშნული პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა. Dreamapply ხელს უწყობს სტუდენტების დარეგისტრირებას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად, მისი გამოყენება იგეგმება საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროექტ “Study in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აკადემია […]

Read More

სკოლა „ახალი თაობა“ მემორანდუმი

სკოლა „ახალი თაობა“ მემორანდუმი

2018 წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ეწვია, სკოლა „ახალი თაობის“ დირექტორი ქალბატონი ანა უსტიაშვილი, მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სკოლა „ახალი თაობას“ შორის გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას, პროფესიული განათლების განვითარებასა […]

Read More

ტრენინგი

ტრენინგი

2018 წლის 31მაისსა და 1 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (მოდულური/დუალური) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ კერძო კოლეჯების წარმომადგენლები.  

ევროკავშირის რევიზიის მისია

ევროკავშირის რევიზიის მისია

პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ 2015-2017 წლებში 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი) და სახელმწიფო უწყებებებთან ერთად დასაქმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაზე, ინსტიტუციურ რეფორმაზე, ინფორმაციული სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ასევე დასაქმების საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმუშავა. საქართველოში იმყოფება ევროკავშირის რევიზიის მისია, […]

Read More

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „გაცვლითი კურსის ფორმირება”. ლექციაზე განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, ფიქსირებული და მცურავი კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციის ბოლოს ბატონ გიორგის აკადემიისგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. […]

Read More

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში, საზოგადოებას “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს. “ფინანსური ფეხბურთი” ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მიზანსაც მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს. […]

Read More

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამის სტუდენტები. აღნიშნული კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა: 1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები 2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში 3. […]

Read More

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტი

მიმდინარე წლის 18 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“. ადგილზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ჩატარდა გაცნობითი სახის სემინარი.