საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA აცხადებს მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე პირველი ეტაპი სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა: 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; ელექტრონულ პორტალზე მობილობის […]
სიახლეები
დოქტორი ალექსანდრე შაროვი
2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, პოლონეთის WSB უნივერსიტეტის რექტორის რწმუნებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ალექსანდრე შაროვი. ბატონი ალექსანდრე შეხვდა აკადემიის პერსონალს და მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა, რომ სექტემბერში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ,,დიო’’ -სათან
2017 წლის 27ივნისს, კომპანია ,,დიო’’ -სა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ და კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა ირმა დაუშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო“-ში პრაქტიკებისა და სტაჟირების გავლას. […]
შეხვედრა “ქალთა გაძლიერება ბიზნესში”
2017 წლის 21 ივნისს, რედისონ ბლუ თბილისში კოკა-კოლა (თურქეთ) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალთა გაძლიერება ბიზნესში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. შეხვედრა გახსნა ერიკა კვაპილოვამ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში. პრეზენტაცია კოკა-კოლას მდგრადობის სტრატეგია და ქალთა გაძლიერების პოლიტიკაზე წარმოადგინა კოკა-კოლა (თურქეთის) გლობალური მდგომარეობისა […]
პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია
2017 წლის 20 ივნისს, უფლისციხეში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია, ასოციაციის წევრი დაწესებულებების მონაწილეობით, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას იღბდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები: შორენა ხუბუნაია, ეკონომიკის დოქტორი, […]
ექსკურსია კახეთში
სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში, სპორტულ ტურნირში „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალისტები (გუნდები SBA და BTA) 16 ივნისს ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მოინახულეს: სიღნაღი, ნინოწმინდა და ბოდბე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ბიზნესის აკადემი-SBA-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემი-BTA-ის ხელმძღვანელები. სტუდენტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, მათ მხატვრული კითხვის, ცეკვისა და სიმღერის უნარები გამოავლინეს. ღონისძიებამ ხელი […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 9 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და წმინდა გიორგის სახელობის ამერიკულ უნივერსიტეტს (Georgian International University) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამების განხორციელებასა და საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ამერიკის ეკონომისტთა საზოგადოებაში აკადემიის გაერთიანებისა და შემდგომი თანამშრომლობის პესრპექტივების შესახებ. სტუმრები გაეცნენ SBA-ის […]
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
მიმდინარე წლის,1 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სააქტო დარბაზში, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და SBA-ს მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას იღებდა კრწანისის რაიონის საჯარო სკოლები. აღნიშნული ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო. დასასრულს, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ს დირექოტრმა, ქალბატონმა ია ერაძემ, სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა აკადემიის ფავორიტი […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა
2017 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პარლამენტის ორგანიზებით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილი მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. ქალბატონმა მარიამმა ისარგებლა შემთხვევით და გაეცნო აკადემიის ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურას. გამოთქვა აღფრთოვანება აკადემიის დამფუძნებლებისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. […]
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა
დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სააქტო დარბაზში, 16:00 საათზე, პარლამენტის ორგანიზებით მოხდება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა. დასწრება თავისუფალია!