ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ,,დიო’’ -სათან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ,,დიო’’ -სათან

2017 წლის 27ივნისს, კომპანია ,,დიო’’ -სა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ და კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა ირმა დაუშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო“-ში პრაქტიკებისა და სტაჟირების გავლას.
სტაჟირების გავლა მიზნად ისახავს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.
აღნიშნული მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროში, შემავალი საკითხების კვლევაში და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.