სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

გრძელდება სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა “მომავლის ბიზნესმენების“, რომელიც გაიმართა 19 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ქალაქ რუსთავის N 4 და N 10 საჯარო სკოლების წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. თამაშში მონაწილე მოსწავლეები მეტად პასუხისმგებლობითა და მომზადებულობით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N4 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი თორნიკე ბულალაური, გუნდის წევრები: საბა დავლაშერიძე, ქეთი მჭედლიშვილი, ლაშა ნოზაძე, ლუკა გიუნაშვილი.
N10 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი სალომე ორველაშვილი, გუნდის წევრები: ნინო წიწილაშვილი, მაკო ვარდოსანიძე, გიორგი მესხი, ბექა ხაჩიძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 3 აპრილს სუპერფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ქალაქ რუსთავის თეატრში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.