ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“

ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომელსაც კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ტრენინგს კი უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ ფიცხელაური.
ტრენინგი მოიცავდა ვორქშოფს, სადაც შესრულდა პრაქტიკული დავალებები. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA- ის დირექტორ ია ერაძე და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA- ის საფინანსო სამსახურის უფროსი ანა მუღალაშვილი. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.