ტრენინგი-საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელით სარგებლობის შესახებ

ტრენინგი-საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელით სარგებლობის შესახებ

მიმდინარე წლის 30 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში, კონსორციუმის მონაცემთა ბაზების კოორდინატორმა, მარიკა ჟორჟოლიანმა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელით სარგებლობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. დამსწრეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული ელექტრონული რესურსების გამოყენების წესების შესახებ.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც აკადემიის სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.