საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA აგრძელებს თავისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკოსი, დარგში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის პედაგოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას.
ამასთან დაკავშირებით დღეს, აკადემიაში ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით დაგეგმილი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა, თემაზე:
„ ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში“
განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა:
სწვლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და ეფექტურად განხორციელება
სწავლების სტრატეგიების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევა სწავლის შედეგების შესაბამისად
სწავლების ინტერაქტიული მეთოდების სხვადასხვა სახეები და მათი შესაბამისობა შეფასების მეთოდებთან
აღნიშნულ ტრენინგს გაუძღვა ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით, პროფესიული განათლების ექსპერტი, მეთოდისტი, ტრენინგ-მენეჯერი- თეა ცომაია.