ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა ლატვიის სამართლის კოლეჯთან

ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა ლატვიის სამართლის კოლეჯთან

2017 წლის 19 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუმრობდა პარტნიორი დაწესებულების ლატვიის სამართლის კოლეჯის წარმომადგენლები ქ-ნი ინტა რეიდე და ქ-ნი ანიტა რუძიშა.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სამართლის კოლეჯის 2017-2020 წლების ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.
აკადემიის რექტორმა, ქ-მა ია ერაძემ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.