ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ქ.თბილისის N176-ე საჯარო სკოლასთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ქ.თბილისის N176-ე საჯარო სკოლასთან

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ქ.თბილისის საჯარო სკოლებთან „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ პროექტის ფარგლებში. 2017 წლის 5 სექტემბერს, სსიპ ქ.თბილისის N176-ე საჯარო სკოლასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალებით მოხდება ზრუნვა, სკოლის მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე და შრომითი და პროფესიული უნარების განვითარებაზე.