ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  კომპანია დასაქმების სააგენტო ეიჩართან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია დასაქმების სააგენტო ეიჩართან

მიმდინარე წლის 11 აპრილს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია დასაქმების სააგენტო ეიჩართან . აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროში, მათ შორის დასაქმების ბაზრის მოთხოვნების და საჭიროებების კვლევას, პარტიორ კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებში სტუდენტთა სტაჟირებასა და დასაქმების ხელშეწყობას, დასაქმების ფორუმების ორგანიზებას სტუდენტებისათვის, ადამიანური რესურსების საკითხებში სტუდენტური სერვის ცენტრის ტრენერთა ტრენინგების და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას შემდგომ პროექტებში.