“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში, საზოგადოებას “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს. “ფინანსური ფეხბურთი” ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მიზანსაც მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს. თამაშის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმროში “ბილტმორი” გაიმართა, ესწრებოდენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.