ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა

ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა.
საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა.
2018 წლის 3 სექტემბერს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს კვლევა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება. საბჭოს მიერ განისაზღვრა კვლევის ჩატარების არეალი- საქართველოს სამი რეგიონი: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი. კვლევის შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, აღნიშნულ რეგიონებში კერძო სექტორის პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა სხვადასხვა პრეზენტაციები, მათ შორის, პროფესიული განათლების რეფორმის შედეგების, დუალური განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტების, გერმანული მოდელის შესახებ. ღონისძიების დიდი ნაწილი დისკუსიას დაეთმო.