“შერეული გამოფენა”

“შერეული გამოფენა”

მიმდინარე  წლის პირველ თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში გაიმართა„შერეული გამოფენა” , რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინტელექტუალური მიმართულების დელეგატი- ჯუმბერ სამაკაშვილი.

გამოფენაზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ  წარმოდგენილი იყო  პირადი კოლექციები: ნახატები, მონეტები, მედლები, მინიატურული წიგნები და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი.

გამოფენა გამოირჩეოდა დამთვალიერებელთა ფართო სპექტრით. ინტერესთა სხვადასხვაობის მიუხედავად , აღნიშნული ღონისძიება შეფასდა დადებითად.