შეხვედრა გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

შეხვედრა გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვივნენ გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ დელმენჰორსტის „პროფესიული განათლების სკოლა II“ დირექტორი ულიჰ დროსთი, ქალაქ ოლდენბურგის პროფესიული განათლების სკოლის „ეკონომიკური სამართლის ადმინისტრაცია – ევროპული სკოლის“ დირექტორი ოლივერ ფუნდტი და ეკონომიკის პედაგოგი ტატიანა ლაბოჰმსი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.