შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

აკადემიის პროფესიული განათლების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაზე. 2018 წლის 17 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგისა და ოფისის მენეჯერის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგისა და ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, განხორციელების მიდგომები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი შორენა ხუბუნაიას განცხადებით, მსგავსი დარგობრივი შეხვედრები კვლავ ჩატარდება სხვადასხვა მიმართულების პროგრამებთან დაკავშირებით.