შეხვედრა – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა.

შეხვედრა – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა.

 საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში 2 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ვლადიმერ ბოცვაძესთან, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტრანსფორმაციის და მარკეტინგის ექსპერტი, სპიკერი და სტარტაპ მენტორი. იგი ამჟამად არის მრჩეველთა საბჭოს წევრი აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში და მენტორი ტექსტარში.

ღონისძიების მიზანია მსმენელებმა შეიტყონ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა. ინდუსტრიებში, სადაც ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ანაცვლებს ადამიანებს, აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია ძლიერ პერსონალურ ბრენდს გაგხადოთ შეუცვლელი.

შეხვედრა გაიმართება საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში – ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22
შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე https://shorturl.at/mGPQ7