ჯონ პიტერ გრაციანო

ჯონ პიტერ გრაციანო

2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორთრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯონ პიტერ გრაციანო, რომელიც აკადემიის მრჩეველი გახლავთ. ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკას და დაესწრო ინგლისური ენის ლექციას. ბატონი ჯონი შეხვდა აკადემიის სტუდენტებს.
დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრა პროფესიულ მასწავლებლებთან, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარების მიზნით.