კურსდამთავრებულების სერტიფიკატების ცერემონია

კურსდამთავრებულების სერტიფიკატების ცერემონია

📣როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA “, GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პროფესიული მომზადების პროგრამას – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”.
📍 საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია პირველი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების მხარდასაჭერად პროფესიული მომზადების პროგრამას ახორციელებს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისთან ერთად. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება.
📍2020 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, პროფესიული მომზადების პროგრამის – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში” კურსდამთავრებულების სერტიფიკატების ცერემნოა გაიმართა.
კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება მიულოცეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა – შორენა ხუბუნაიამ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.