მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის გამართულ სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე- მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი- ინგა შამილიშვილი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე- ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან, […]
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა „საწარმოო პრაქტიკის როლი პროფესიულ სწავლებაში“
მიმდინარე წლის 12 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა . შეხვედრის მიზანი გახლდათ საწარმოო პრაქტიკის გაძლიერებაზე მიმართული კონკრეტული მექანიზმების გამოვლენა და განხილვა. მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ სწავლებაში საწარმოო პრაქტიკის სრულყოფის გზებზე. აღნიშულ შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების განვითარებაში ჩართული პირები. შეხვედრას უძღვებოდა პროფესიული განათლების საკითხების ექსპერტი- შორენა ჯაფარიძე. […]
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რაც მოიცავდა ტრანსნაციონალური განათლების, მათ შორის, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: იუნესკოს წარმომადგენელი – […]
პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა
მიმდინარე წლის 21 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიცაკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!
დოქტორი ალექსანდრე შაროვი
2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, პოლონეთის WSB უნივერსიტეტის რექტორის რწმუნებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ალექსანდრე შაროვი. ბატონი ალექსანდრე შეხვდა აკადემიის პერსონალს და მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა, რომ სექტემბერში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ,,დიო’’ -სათან
2017 წლის 27ივნისს, კომპანია ,,დიო’’ -სა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ და კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა ირმა დაუშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო“-ში პრაქტიკებისა და სტაჟირების გავლას. […]
შეხვედრა “ქალთა გაძლიერება ბიზნესში”
2017 წლის 21 ივნისს, რედისონ ბლუ თბილისში კოკა-კოლა (თურქეთ) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალთა გაძლიერება ბიზნესში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. შეხვედრა გახსნა ერიკა კვაპილოვამ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში. პრეზენტაცია კოკა-კოლას მდგრადობის სტრატეგია და ქალთა გაძლიერების პოლიტიკაზე წარმოადგინა კოკა-კოლა (თურქეთის) გლობალური მდგომარეობისა […]
პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია
2017 წლის 20 ივნისს, უფლისციხეში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია, ასოციაციის წევრი დაწესებულებების მონაწილეობით, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას იღბდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები: შორენა ხუბუნაია, ეკონომიკის დოქტორი, […]
ექსკურსია კახეთში
სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში, სპორტულ ტურნირში „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალისტები (გუნდები SBA და BTA) 16 ივნისს ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მოინახულეს: სიღნაღი, ნინოწმინდა და ბოდბე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ბიზნესის აკადემი-SBA-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემი-BTA-ის ხელმძღვანელები. სტუდენტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, მათ მხატვრული კითხვის, ცეკვისა და სიმღერის უნარები გამოავლინეს. ღონისძიებამ ხელი […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 9 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და წმინდა გიორგის სახელობის ამერიკულ უნივერსიტეტს (Georgian International University) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამების განხორციელებასა და საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ამერიკის ეკონომისტთა საზოგადოებაში აკადემიის გაერთიანებისა და შემდგომი თანამშრომლობის პესრპექტივების შესახებ. სტუმრები გაეცნენ SBA-ის […]