სიახლეები

“პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი საწარმოში “

“პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი საწარმოში “

მიმდინარე წლის 21, 22, 23 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ჩატარდა “პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი საწარმოში” , ბუღალტრებისა  და ბუღალტერ-ტექნიკოსებისთვის, რომელიც დაგეგმილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ    მასწავლებლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან . შეხვედრა  დადებითად შეფასდა ორგანიზატორებისა და მონაწილეების  მხრიდან .  

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის რექტორი, კახაბერ ერაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა ცოდნის შეფასების წესში შეტანილი ცვლილებები, პრაქტიკაში მათი განხორციელების გზები და პერსპექტივები. პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს მათ მიერ დაგეგმილი შეფასების პროცესის თაობაზე. გაანალიზდა შეფასების ამათუიმ კომპონენტისა და სახეობის მიზანშეწონილობის […]

Read More

„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ – პროექტის შედეგების პრეზენტაცია

„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ – პროექტის შედეგების პრეზენტაცია

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით,  „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“ ახორციელებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, პროექტის ძირითად მიზანს, შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის – პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა წარმოადგენს. განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, „სამუშაო ადგილზე სწავლების” […]

Read More

შეგროვებული მაკულატურის გადაცვლა წიგნებში

შეგროვებული მაკულატურის გადაცვლა წიგნებში

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA წლის განმავლობაში ჩართულია აქციაში „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ბუნებას!  გამწვანებული ბუნება – შენი მწვანე მომავალია! ’’ აქციის ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში, რომლითაც გამდიდრდა SBA-ს ბიბლიოთეკა. მეცნიერთა გამოთვლით ,1 ტონა მაკულატურით  5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “პრობლემური აქტივების ბიურო” სთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “პრობლემური აქტივების ბიურო” სთან

მიმდინარე წლის 26სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ სთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. კომპანია შეთანხმებული პირობებით ჩაერთვება ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში, სასწავლო და პროფესიული პრაქტიკების შესაბამისი უზრუნველყოფის გზით. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და […]

Read More

მასტერკლასი “სიმდიდრის ფსიქოლოგია”

მასტერკლასი “სიმდიდრის ფსიქოლოგია”

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში  მასტერკლასი „სიმდიდრის ფსიქოლოგია“ ჩატარდა,  რომელსაც უძღვებოდა დოქტორი, პირადი და ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, ბატონი ალი რუჯარნეჯადი. აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ბატონმა ალიმ წარმატებისა და გამდიდრებისთვის საინტერესო  რჩევები მისცა . ტრენერის თქმით,დევიზი რომელიც გაგვხდის მდიდარ ადამიანად შემდეგია : ’’აირჩიე ისეთი მისაბაძი პიროვნება  ვისი მსგავსიც გინდა […]

Read More

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან

2016  წლის   30 სექტემბერს საქართველოს  ბიზნესის აკადემია – SBA-ში MCA Georgia-ს ISWD-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეული ოყო, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მინიმუმ 60 პედაგოგი. აღნიშნული შეხვედრა ითვალისწინებდა  სავალდებულო მოდულების „მეწარმეობისა “ და „გაცნობითი პრაქტიკის“ –  შეფასების ინსტრუმენტების  პილოტირების შედგების გაცნობას; პროექტის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდში მოხდა, აღნიშნულ მოდულებში, 5 საზოგადოებრივი […]

Read More

სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია

სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბატონმა კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიღებული ცოდნის სწორად რეალიზების, განათლების საჭიროებასა და სტუდენტების დასაქმებაზე. ქალბატონმა ია ერაძემ, აკადემიის პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებს: ტერა ბანკს, შემოსავლების სამსახურს და […]

Read More

საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია SBA-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და განვითარების გეგმების შესახებ. მინისტრმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამომავლო ხედვები დადებითად შეაფასა.

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შედგა შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები. ასოციაციის წარმომადგენლებმა კერძო კოლეჯების პრობლემებზე ისაუბრეს. მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების საკუთარი ხედვები წარუდგინა საზოგადოებას. „მნიშვნელოვანი მიღწევაა ასეთი ასოციაციის შექმნა, რომელთანაც უკვე […]

Read More