დასაქმების ფორუმი აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის Home »

🔵2021 წლის 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!
👉დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართება.
✅ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ რეალურ ვაკანსიებს.
👇ეს უნიკალური შესაძლებლობაა სამუშაოს მაძიებლებისთვის მოახდინონ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, წარუდგინონ საკუთარი თავი და დასაქმდნენ.
🔰ფორუმი გაიმართება 13.00 საათიდან 16.00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22