პროფორიენტაცია Home »

აკადემიაში შექმნილია პროფორიენტაციის სამსახური, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

პროფორიენტაციის ფარგლებში აკადემია:

ა)  ახორციელებს კონსულტაციას პროფორიენტაციის კაბინეტში;

ბ) ეხმარება პირს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში;

გ) უზრუნველყოფს პირის ინფორმირებას აკადემიაში არსებული პროგრამების, მისი მიზნების, სწავლის შედეგებისა და ჩარიცხვის წინაპირობების შესახებ;

დ) პირს აწვდის ინფორმაციას პროგრამაზე რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის, ასევე სწავლის საფასურისა და პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ;

ე)  ეხმარება პირს სარეგისტრაციო განცხადებისა და ანკეტის  შევსებაში;

ვ)  მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის ინფორმაციას პრაქტიკის ობიექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ. ასევე, უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ინფორმაციის მიწოდებას დამხმარე სერვისებისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ;

ზ) ახორციელებს მარკეტინგულ გამოკითხვებს.