საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა.
მრჩეველი Inbal Mashash – უცხოელ დასაქმებულთა ადმინისტრაციის უფროსი
Ms. Shirly Raisin Sasson – ორმხრივ შეთანხმებათა სამმართველოს ხელმძღვანელი
Mr. Ziv Bilaus – სამეკავშირეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილება
Ms. Tsaffy Hillel – Diamant RN MPH, გერიატრიის საექთნო მოვლის სტანდარტების განყოფილების დანერგვის ეროვნული დირექტორი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო
ნიკა ჩერქეზია – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალსიტი
ნათია კვიციანი- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები; შინმოვლის პროგრამის სწავლის მიდგომები, მოხდა აკადემიის სამედიცინო მიმართულების პროგრამების გაცნობა და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
სტუმრებს წარედგინათ მოკლე პრეზენტაცია აკადემიის ჯანდაცვის სკოლის შესახებ, კონკრეტულად საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, სადაც მოხდა გაცნობა პროგრამის პრაქტიკული მოდულების, პრაქტიკის ობიექტებისა და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო საკითხების.
მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, დარგობრივი ლაბორატორიები, გაეცნენ აკადემიის მუშაობის სპეციფიკას.
შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.