SBA-იმ  ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

SBA-იმ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა.
✅მრჩეველი Inbal Mashash – უცხოელ დასაქმებულთა ადმინისტრაციის უფროსი
✅Ms. Shirly Raisin Sasson – ორმხრივ შეთანხმებათა სამმართველოს ხელმძღვანელი
✅Mr. Ziv Bilaus – სამეკავშირეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილება
✅Ms. Tsaffy Hillel – Diamant RN MPH, გერიატრიის საექთნო მოვლის სტანდარტების განყოფილების დანერგვის ეროვნული დირექტორი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო
✅ნიკა ჩერქეზია – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალსიტი
✅ნათია კვიციანი- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი.
🔰აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები; შინმოვლის პროგრამის სწავლის მიდგომები, მოხდა აკადემიის სამედიცინო მიმართულების პროგრამების გაცნობა და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
👉სტუმრებს წარედგინათ მოკლე პრეზენტაცია აკადემიის ჯანდაცვის სკოლის შესახებ, კონკრეტულად საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, სადაც მოხდა გაცნობა პროგრამის პრაქტიკული მოდულების, პრაქტიკის ობიექტებისა და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო საკითხების.
📍მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, დარგობრივი ლაბორატორიები, გაეცნენ აკადემიის მუშაობის სპეციფიკას.
‼შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.