საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ონლაინ რეჟიმში გამართულ წლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2022 წლის 26, 27 და 28 იანვარს გაიმართა!
კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას.
სესიაზე: ინტერნაციონალიზაცია პროფესიულ განათლებაში აკადემიამ გერმანელ პარტნიორთან BBS Wechloy-თან ერთად წარმოადგინა საკუთარი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი;
აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ და BBS Wechloy-ის საერთაშორისო მეკავშირეების ხელმძღვანელობის წევრმა ტატიანა ლაბოჰმსმა წარადგინეს ერთობლივი პრეზენტაცია.
პრეზენტაცია ეხებოდა საერთაშორსიო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს წარედგინათ ვიდეო რგოლი, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის One World-ის ფარგლებში ორივე მხარის აქტიური მონაწილეობით.
აკადემია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საერთაშორისო პარტნიორ დაწესებულებას BBS Wechloy-ის წარმატებული თანამშრომლობისთვის და აგრძელებს სამომავლოდ ინტერნაციონალიზაციის კუთხით განვითარებას!