განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 6-8 დეკემბერს, თბილისში, ევროპის განათლების ფონდის ( ETF) ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.
ETF-ის საერთაშორისო ღონისძიება ეხება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს.
ფორუმი ყოველ წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება, რომლის წევრია 28 ქვეყანა.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-მ ETF-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ფორუმის მონაწილე ETF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმყოფებოდნენ.
შეხვედრების მონაწილეები განიხილავენ, საქართველოში, პროფესიულ განათლებაში მომზადება/გადამზადების სისტემას და ETF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფასებენ მომზადება/გადამზადების სისტემის ეფექტიანობას.
აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სახის ტური, SBA-სა და პსპ ფარმას წარმომადგენლემბა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. ტურის ფარგლებში მოეწყო სასწავლო პროცესის გაცნობის სესია, გასაუბრება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებთან და განმახორციელებლებთან. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, საჯარო და კერძო პროვაიდერების წარმომადგენლები.
როგორც თქვენთვის ცნობილია აკადემიის პარტნიორი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში’’, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გააკეთა პრეზენტაცია.
წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიამ ტრადიციალურად დააჯილდოვა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია როგორც 2022 წლის საუკეთესო პარტნიორი.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.