VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია

VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია

🔰საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის თანაორგანიზებით 2020 წლის 25 ნოემბერს, უკრაინის პარტნიორ ცენტრალური უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გაიმართება VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:
 „ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და გადასახადის განვითარება სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ინოვაციური ტრანსფორმაციის პირობებში“.
🔰აკადემიისთვის მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროგრამის განვითარების ხელშეწყობა.
🔰კონფერენციაში მონაწილეოაბას მიიღებს აკადემიის ბუღალტერიის პროფესიული პროგრამის ხელმძვანელი და პროგრამის განმახორციელებელი პირები.
‼️კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრებად მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოდან, ლატვიიდან პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან.
🔰საქართველოდან საპატიო წევრის სტატუსით მიწვეულია საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის დირექტორი ია ერაძე.