WELCOME PARTY – საქართველოს  ბიზნესის აკადემია-SBA-ში

WELCOME PARTY – საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება – WELCOME PARTY გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო სტუდენტთა საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრას, სადაც სტუდენტებს აკადემიის ადმინისტრაციისგან მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდა აკადემიის მთავარ სცენაზე, სადაც SBA-ს სტუდენტებს მიულოცეს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მოწვეულმა სტუმრებმა და აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებას სტუმრობდნენ:
მარიამ შოთაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი
კახაბერ ერაძე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ბექა მიქაუტაძე – კრწანისის რაიონის გამგებელი
ვლადიმერ ხუნდაძე – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
ნინო ველთაური – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი
ეკა ყიფშიძე – პსპ ფარმას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, პერსონალის რეკრუტინგის და შერჩევის განყოფილების უფროსი
ნანა ნაფეტვარიძე – ნიუ ჰოსპიტალსის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

ტრადიციულად, წელსაც აკადემიამ გამოავლინა და დააჯილდოვა 2023 წლის საუკეთესო პარტნიორები:
შემოსავლების სამსახური
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
ნიუ ჰოსპიტალსი
N145 საბავშვო ბაგა-ბაღი
სარ გრუპი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები, რომლებსაც აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს სერტიფიკატები და საჩუქრები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ალილო“ და ლაშა ღლონტი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დადებითი ემოციებით იყო დატვირთული, რასაც თან ახლდა სტუდენტებისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემა.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA პროფესიულ სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!